|
სამშაბათი, 2024-03-19, 1:00 PM მოგესალმები სტუმარი | RSS |
GEOFORCESITE |
|
მთავარი » ისტორია/HISTORY
| ერეკლე II | | |
| ერეკლე II (დ. 7 ნოემბერი, 1720, თელავი — გ. 11 იანვარი, 1798, იქვე, დაკრძალულია მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში), 1744—1762 კახეთის, 1762—98 ქართლ-კახეთის მეფე, თეიმურაზ II-ის ძე. ერეკლე II აკავშირებდა ქართლისა და კახეთის ბაგრატიონთა ორ შტოს. დედამისი, თამარი, ვახტანგ VI-ის ასული იყო, ხოლო მამა, თეიმურაზ II — კახთა მეფე დავით II-ის (იმამყული-ხანი) ძე.
|
|
| | | | |
| ერეკლე I | | |
| ერეკლე I, ნაზარალი-ხანი ( † 1709), ქართლის მეფე 1688-1703. თეიმურაზ I-ის ძის დავითის შვილი. ერეკლე I სიყმაწვილიდან რუსეთის სამეფო კარზე იყო და ცნობილია ნიკოლოზის სახელწოდებით. 1662 საქართველოში ჩამოვიდა და კახეთში გამეფებას შეეცადა, მაგრამ უშედეგოდ. ქართლის მეფე ვახტანგ V-მ კახეთის მეფედ 1664 თავისი ძე არჩილი დასვა. ერეკლე I რუსეთში დაბრუნდა. 1674 ისევ ჩავიდა კახეთში და ირანის შაჰის მოთხოვნით ირანში გაემგზავრა. კახეთის სამეფო ტახტზე გამეფების პირობად შაჰმა მას გაჰმადიანება მოსთხოვა. ერეკლე I ერთხანს უარზე იყო, მაგრამ ბოლოს მაჰმადიანობა მიიღო და ნაზარალი-ხანის სახელით შაჰმა ქართლის მეფედ დაამტკიცა. 1688 ერეკლე I ქართლში მოვიდა. გადაყენებული მეფე გიორგი XI იძულებული გახდა იმერეთს გადახვეწილიყო. 1691 გიორგი XI ქართლში გადავიდა და დაიწყო ბრძოლა ტახტის დასაბრუნებლად. ქართლის თავადების ერთი ნაწილი ერეკლე I-ს უჭერდა მხარს, მეორე - გიორგი XI-ს. ბოლოს გიორგი XI იძულებული გახდა ირანს წასულიყო, სადაც შაჰის ნდობა მოიპოვა და 1703 შაჰმა მას ქართლის სამეფო დაუბრუნა, ხოლო ერეკლე I კახეთის მეფედ გამოაცხადა. ამასთან, შაჰმა იგი ირანს მიიწვია, ხოლო კახეთში მეფის მოადგილედ მისი ვაჟი დავითი გამოგზავნა. ერეკლე I ირანში დარჩა და იქვე გარდაიცვალა. ერეკლე I-მა სცადა ზოგიერთი ცვლილება შეეტანა სახელმწიფოებრივ წყობილებაში. განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია საქალაქო ცხოვრების მოწესრიგებას. მან მტკიცედ განსაზღვრა ქალაქის მოხელეთა უფლება-მოვალეობანი, შეიმუშავა თბილისის ხელოსანთა ამქრის წესდება და სხვა.
|
|
| | | | |
| თამარ მეფე | | |
| თამარი, თამარ მეფე (დ. დაახ. 1160 — გ. 1213, შესაძლოა 1210 ან 1207), საქართველოს მონარქი 1184 წლიდან, გიორგი III-ის ასული, ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენელი. თამარს საქართველოს ოქროს ხანაში მოუწია მეფობა და უაღრესად წარმატებული მმართველის რეპუტაციით სარგებლობდა, რისთვისაც მას ქვეშევრდომებმა "მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა, დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა, მესიის მოვლენილი" ტიტული უბოძეს.
|
|
| | | | |
|
|
|
| | |
|
კალენდარი |
« მარტი 2024 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
| |
|
|
|