ხუთშაბათი, 2024-03-28, 2:45 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS
GEOFORCESITE
მთავარი » 2009 » თებერვალი » 25 » თამარ მეფე
თამარ მეფე
3:24 PM


ამარი, თამარ მეფე (დ. დაახ. 1160 — გ. 1213, შესაძლოა 1210 ან 1207), საქართველოს მონარქი 1184 წლიდან, გიორგი III-ის ასული, ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენელი. თამარს საქართველოს ოქროს ხანაში მოუწია მეფობა და უაღრესად წარმატებული მმართველის რეპუტაციით სარგებლობდა, რისთვისაც მას ქვეშევრდომებმა "მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა, დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა, მესიის მოვლენილი" ტიტული უბოძეს.


ცხოვრება

თამარი მეფე გიორგი III-ისა და მისი მეუღლის ბურდუხანის უფროსი ქალიშვილი იყო. ბურდუხანი თავის მხრივ ოვსთა მეფე ხუდანის ქალიშვილი გახლდათ. მეფე გიორგიმ თამარი თანამოსაყდრედ გამოაცხადა მისი გარდაცვალების შემდეგ უთანხმოებების წარმოქმნისგან თავის ასარიდებლად. 1184-იდან, გიორგი III - მ თავისი ძმის შვილი დემნა (დიმიტრი ) უფლისწული სასტიკად აწამა . დემნა უფლისწულმა მოითხოვა კუთვნილი ტახტი , საქართველოს წესდების თანახმად ტახტი ვაჟს ეკუთვნოდა შესაბამისად დემნა უფლისწული კანონიერ ტახტს ითხოვდა , მაგრამ გიორგი III - მ გადაწყვიტა რომ თამარი ბევრად კარგად გაუძღვებოდა საქართველოს და დემნა უფლისწული დილეგში ჩააგდო , რამდენიმე ხანი საკვები არ მიაწოდა და დემნა უფლისწულიც გარდაიცვალა ამიტომაც ტახტზე 18 წლის თამარი ავიდა რომლებსაც უამრავი მტერი ჰყავდათ იმის გამო რომ ეგონათ , საქმეს ვერ გაუძღვება ქალიო.

თამარის გამეფებისთანავე ფეოდალურმა არისტოკრატიამ დაიწყო ბრძოლა დაკარგული პოლიტიკური პრივილეგიების აღსადგენად. უპირველეს ყოვლისა მათ თამარი ხელახლა აკურთხეს მეფედ, რითაც ხაზი გაუსვეს თავიანთ უფლებებს. თამარი იძულებული გახდა ზოგი რამ დაეთმო: გადააყენა გიორგი III-ის მიერ აღზევებული უერთგულესი მოხელეები ამირსპასალარ-მანდატურთუხუცესი ყუბასარი და მსახურთუხუცესი აფრიდონი. ამის შემდეგ მეფის ხელისუფლების შეზღუდვის მოთხოვნით გამოვიდა მეჭურჭლეთუხუცეს ყუთლუ-არსლანის დასი. 1185 გავლენიან ფეოდალთა ერთმა ჯგუფმა თამარს მისი სურვილის წინააღმდეგ შერთო ანდრია ბოგოლიუბსკის შვილი იური (გიორგი). ორი-ორნახევრი წლის შემდეგ თამარი განქორწინდა და იური საქართველოდანაც განდევნეს. იურის მოწვევისა და შემდეგ განდევნის მიზეზი უნდა იყოს მეფისა და მისი მოწინააღმდეგე ფეოდალების დაჯგუფებათა ინტერესების დაპირისპირება და ის შინაკლასობრივი ბრძოლა, რომელიც თამარის მეფობის პირველ წლებში გამწვავდა. პირველ დამარცხებათა შემდეგ თამარმა თანდათან განიმტკიცა პოზიციები და მაღალ თანამდებობაზე თავისი მომხრეები დააწინაურა. დაახლოებით 1189 (ან 1187) იქორწინა დავით სოსლანზე, რომლისგანაც შეეძინა ორი შვილი - ლაშა და რუსუდანი.

მეფის პოლიტიკით უკმაყოფილო ფეოდალებმა (მეჭურჭლეთუხუცესი ვარდან დადიანი, სამცხის სპასალარი ბოცო ჯაყელი, გუზან ტაოელი) 1191 აჯანყება მოაწყვეს და ბიზანტიაში მყოფი თამარის ქმარყოფილი იური საქართველოში შემოიყვანეს. თამარმა ჯერ მოლაპარაკებით სცადა საქმის მოგვარება, შემდეგ კი მათ წინააღმდეგ ლაშქარი გაგზავნა და აჯანყებულები დაამარცხა. იური ისევ გააძევეს, ხოლო მოღალატე ფეოდალთა თანამდებობაზე მეფემ თავისი მომხრეები დანიშნა. 1193 იურიმ რანის ათაბაგის დახმარებით ისევ სცადა ბედის შემობრუნება, მაგრამ ეს ცდაც უშედეგოდ დამთავრა.

თამარმა დაამარცხა მეფის პოლიტიკით უკმაყოფილო დიდებული ფეოდალები, ოპოზიცია იძულებული გახდა დამორჩილებულიყო. მეფემ სასტიკად ჩაახშო სახელმწიფო ვალდებულებათა წინააღმდეგ მიმართული მთიელთა (ფხოველთა, დიდოელთა) აჯანყება (დაახლოებით 1212), რომელიც 3 თვეს გაგრძელდა.




საგარეო პოლიტიკა





თამარის მეფობის პირველ პერიოდში, დაძაბული შინაკლასობრივი ბრძოლის ვითარებაში, საქართველო მხოლოდ მეზობელთა თავდასხმებს იგერიებდა და ფეოდალური სახელმწიფოსათვის ჩვეულებრივ წვრილ სასაზღვრო თარეშებს აწყობდა. XII საუკუნის 90-იანი წლებიდან საქართველომ ფართო ფრონტით შეუტია სელჩუკებს. მახლობელი აღმოსავლეთის მაჰმადიანი მფლობელები გაერთიანდნენ საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლველად და დახმარება სთხოვეს მაჰმადიანთა უზენაეს სასულიერო ხელისუფალს, ბაღდადის ხალიფას. 1195 შამქორთან ბრძოლაში ქართველებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს აზერბაიჯანელ ათაბაგ აბუბაქრისა და მისი მოკავშირეების ლაშქარზე, 1203 დაამარცხეს რუმის სულთნის რუქნადინის ლაშქარი, 1201-03 აიღეს სომხური ქალაქები ანისი და დვინი, რის შედეგადაც ჩრდილოეთ და ცენტრალური სომხეთი საქართველოს შემოუერთდა; 1204 აიღეს კარი (ყარსი), იმავე 1204 შეიქმნა ტრაპიზონის იმპერია, რომელიც შემდეგ საქართველოს პოლიტიკური გავლენის ქვეშ იმყოფებოდა და მას თამარის ახლო ნათესავი ალექსი კომნენოსი მართავდა.. 1208-09 ქართველებმა ილაშქრეს ხლათზე, არჭემზე, არდებილზე, 1210 დალაშქრეს ჩრდილოეთ ირანი.

თამარის მეფობის დასასრულისათვის საქართველოს ყმადნაფიცი ქვეყნები იყვნენ აღმოსავლეთით შირვანი და რანი; ჩრდილოეთით ქაშაგეთი, ოსეთი, დურძუკეთი, დიდოეთი, ღუნძეთი, ლეკეთი და დარუბანდი. მოხარკე ქვეყნები სამხრეთით - ხლათის სასულთო, ერზინკის სასულთნო, კარნუ-ქალაქის (არზრუმის) საამირო, ნახჭევნის სააამირო. XII საუკუნის უკანასკნელ მეოთხედსა და XIII საუკუნის დასაწყისში ფეოდალურმა საქართველომ თავისი პოლიტიკური სიძლიერის, ეკონომიური და კულტურული აღმავლობის უმაღლეს საფეხურს მიაღწია.




კულტურული აღმშენებლობა




თამარის მეფობაში საქართველოში ფართო მასშტაბის სამშენებლო სამუშაოები ჩატარდა (აშენდა გზები, ხიდები, ციხესიმაგრეები, სასახლეები, ეკლესია-მონასტრები). მის დროსაა აგებული ბერთუბნის, ბეთანიის მონასტრები, ვარძიის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი და სხვები. თამარი მფარველობდა და მატერიალურ დახმარებას უწევდა ქართული კულტურის ცენტრებს ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ, მფარველობას უწევდა მეცნიერებს, პოეტებს, ხელოვანთ. თამარის პიროვნებას განსაკუთრებული ადგილი უკავია ფეოდალიზმის ხანის საქართველოს ისტორიაში. ქართულ ეკლესიამ თამარი წმინდად შერაცხა.

ისტორიკოსები და პოეტები ხოტბას ასხამდნენ მას, ფუნჯის ოსტატები ხატავდნენ თამარს. თამარი იქცა ქართველი ხალხის სათაყვანებელ პიროვნებად. ძველი საქართველოს მოღვაწეებიდან ყველაზე მეტი პოემა, ლექსი და ლეგენდა თამარისადმია მიძღვნილი (მათ შორის ჩახრუხაძისა და შავთელის ოდები, შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი").




თამარის საფლავი


ლეგენდის თანახმად თამარი უდიდესი განძითურთ საიდუმლო ადგილას უნდა იყოს დაკრძალული გელათის მონასტერში, ქუთაისთან, დასავლეთ საქართველოში. ქართველ მკვლევართა მოსაზრებით თამარი გელათის ერთ-ერთ ნიშაში უნდა იყოს დამარხული. მე-12 საუკუნის ლიტერატურული წყაროებიდან თამარ მეფეს უთქვამს: "ჩემთა წინაპართა მიწას, გელათის მონასტერს მიმაბარეთ მე...". მეორე ჰიპოთეზის თანახმად თამარი გელათის ახალ მონასტერში უნდა იყოს დაკრძალული. დღემდე მისი საფლავის მოკვლევა ვერ მოხერხდა.
კატეგორია: ისტორია/HISTORY | ნანახია: 2276 | დაამატა: geoforce | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
| მთავარი |
| რეგისტრაცია |
| შესვლა |
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
სერიალები/SERIALS [2]
თამაშები/GAMES [50]
პროგრამები/SOFTS [31]
კლიპები/CLIPS [5]
მუსიკა/MUSIC [15]
იუმორი/HUMOUR [2]
სურათები/IMAGES [6]
მობილური/MOBIL [8]
Counter Strike [4]
სპორტი/SPORT [6]
სამხედრო/MILITARY [3]
ვიდეოები/VIDEOS [3]
ისტორია/HISTORY [12]
ფილმები ქართლად [4]
ფილმები/FILMS [53]
+18 [9]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
სულ პასუხი: 94
მინი-ჩეთი
200
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
Copyright MyCorp © 2024საიტს მართავს სისტემა uCoz