ოთხშაბათი, 2017-12-13, 12:16 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS
GEOFORCESITE
მთავარი » 2009 » მარტი » 3 » სვეტიცხოველი
სვეტიცხოველი
10:50 PM


ვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ერთ-ერთი ოთხ დიდ კათედრალთაგან(ოშკი, ბაგრატის ტაძარი, ალავერდი). მდებარეობს თბილისიდან 20 კმ-ზე, ქ. მცხეთაში.


ისტორია

სვეტიცხოველი ყველაზე დიდი ისტორიული საეკლესიო ნაგებობააა საქართველოში დღემდე გადარჩენილთა შორის. იგი საუკუნეთა მანძილზე ქრისტიანულ საქართველოს სარწმუნოებრივ ცენტს წარმოადგენდა. ჯერ კიდევ IV საუკუნეში გაქრისტიანებულ მირიან მეფეს წმ. ნინოს რჩევით აქ პირველი ეკლესია აუშენებია, რომელსაც დღემდე არ მოუღწევია.

1970-1971 წლებში სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოთა ჩატარების დროს (ხელმძღვანელი არქიტექტორი ვ. ცინცაძე) მიკვლეულ იქნა მისი საძირკვლის კვალი. ასევე მთლიანად შემოიხაზა იმ ბაზილიკის გეგმა, რომელიც აქვე ააშენა, წმ. ნინოს ეკლესიის დანგრევის შემდეგ, ვახტანგ გორგასალმა V საუკუნის II ნახევარში. XI საუკუნეში დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათოლიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი ააგო. მან ხუროთმოძღვრად არსუკისძე მიიწვია. მშენებლობა 1010 დაიწყო და 1029 წელს დამთავრდა.



არქიტექტურა


სვეტიცხოვლის ტაძარი გეგმით აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ ძლიერ წაგრძელებული სწორკუთხედია. ჯვრის სახე სივრცეშია შექმნილი გუმბათის ოთხივე მხარეს გაწვდილი 4 მკლავით. მკლავები სწორკუთხაა, გარდა აღმოსავლეთის მკლავისა, რომელიც საკურთხევლის აფსიდით არის დაბოლოებული. საკურთხევლის სამხრეთითა და ჩრდილოეთით 2 სართულად განლაგებულია სათავსოები. გუმბათი 4 მძლავრ ბოძს ეყრდნობა, გუმბათის ყელში 16 სარკმელია. მიუხედავად იმისა, რომ ტაძარმა მრავალი ცვლილება განიცადა, ძველი ფრესკების დიდი ნაწილი დაიღუპა, ხოლო კედლების შეთეთრებამ ინტერიერს გამოაკლო მისი მხატვრული მთლიანობისათვის აუცილებელი სხვა ორგანული ელემენტებიც, იგი დღესაც დიდებულ შთაბეჭდილებას ტოვებს.


ტაძრის გარეგანი ფორმებისა და მასების განაწილება, პროპორციები ექვემდებარება შუაში აღმართულ მაღალ გუმბათს, რომლის ქვეშაც ორფერდა სახურავებით გადახურული ჯვრის მკლავებია, ხოლო მკლავებს შორის დაბალი ცალფერდა სახურავით გადახურული სადგომები. ფასადების მორთულობაში ძირითადად გამოყენებულია კედლის დეკორატიული თაღედებისა და შეწყვილებული პილასტრების განვითარებული სისტემა, აგრეთვე სარკმელთა მოჩუქურთმებული საპირეები. ჩუქურთმები მდიდარი და მრავალფეროვანია (მოაღწია მხოლოდ ნაწილმა). ტაძრის დეკორატიულ მორთულობაში დიდი ადგილი უჭირავს რელიეფსაც. აღსანიშნავია აღმოსავლეთის ფასადის მორთულობა, რომლის საფუძვლად 5 დეკორატიული თაღისაგან შეკრული სისტემა წარმოადგენს. თაღებში ჩართულია მაღალი სამკუთხა ნიშები, ხოლო შუა მაღალი თაღის შიდა სიბრტყეზე, მარაოსებრ გაშლილი სხივების ბოლოებში, მოთავსებულია დისკოები ერთ-ერთი სამშენებლო წარწერით. ოსტატურად არის გამოყენებული პოლიქრომული ეფექტიც. ძირითადი ქვიშისფერი კედლების ფონზე გამოიყოფა საკურთხევლის სარკმლის კაშკაშა წითელი ფერის ქვით აწყობილი მოჩუქურთმებული საპირე, რომელიც ზემოდან გამოყოფილია მდიდრულად მპრთული ჰორიზონტალური სარტყლით.

გვერდის ფასადების შუა ნაწილებშიც მთავარია მზარდი თაღების რიტმი. დასავლეთის ფასადზე ერთი დიდი სარკმელია, რომლის მდიდრულ მორთულობას კედლის მთელი არე უჭირავს. ფასადის კომპოზიცია დასრულებულია სამფიგურიანი რელიეფით - ტახტზე მჯდომი მაცხოვარი და 2 ანგელოზი აქეთ-იქით. სვეტიცხოველი განვითარებული შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების სტილის ერთ-ერთი ფუძემდებელი ძეგლია. სვეტიცხოვლის ძვ. კედლის მხატვრობა არ გადარჩენილა, სხლანდელი მოხატულობა XVI, XVII და შესაძლოა XVIII საუკუნეებისაც იყოს. განახლებულია XIX საუკუნეში. უფრო საინტერესოა ტაძრის შიგნით, საკუთრივ "სვეტის" (კოშკისებური ნაგებობის) XVII საუკუნის მიწურულს მხატვრობა, რომელშიც ქართლის მოქცევის ეპიზოდებია გადმოცემული (მოხატვის ხელმძღვანელი მხატვარი გრიგოლ გულჯავარასაშვილი, მოთავე - ნიკოლოზ კათოლიკოსი). გარედანაც ბევრი რამ არის შეცვლილი: გუმბათის ყელი და ფასადთა პერანგის ნაწილი (რომელიც მწვანე ქვით არის მოპირქეთებული) XV საუკუნის I ნახევარს მიეკუთვნება (რესტავრირებულია ალექსანდრე I, დიდის მიერ თემურლენგის შემოსევათა დროს ტაძრის ძლიერი დაზიანების შემდეგ), ზოგი რელიეფური გამოსახულება გადაადგილებულია, არის XVII საუკუნის ჩანართებიც, მაგრამ ამ რესტავრაციებს არ დაურღვევია შენობის ძირითადი ფორმები და პროპორციები.


ტაძარი გარშემორტყმულია გალავნით, რომელიც გეგმით კვადრატს უახლოვდება. გალავანი 1787 აუგიათ ერეკლე II-ის ბრძანებით (ამის შესახებ ნათქვამია სამხრეთ შესასვლელის თავზე ამოკვეთილ მხედრულ წარწერებში). ყორე ქვით ნაგები ძველი ნაწილები ჩართულია ახალ, რიყის ქვით ნაგებ გალავანში. კონსტრუქციულ ნაწილებში გამოყენებულია აგური. ორიარუსიანი გალავნის ქვედა ნაწილი ყრუა. ზედა ნაწილს გასდევს საბრძოლო ბილიკი, რომლის დონეზედაც სათოფურები და სალოდეებია განლაგებული. გალავანს ერთნაირი სიმაღლის 6 ცილინდრული და 2 ოთხკუთხა კოშკი აქვს. შესასვლელი ჭიშკარი სამხრეთ კედელშია, ხოლო დასავლეთ მხარეს სამრეკლო და XI საუკუნის კარიბჭეა - მაშინდელი ქართული საერო არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუში. 1964-1965 რესტავრაციის შემდეგ კარიბჭეს პირვანდელი სახე დაუბრუნდა (არქიტექტურები ნ. ჩუბინაშვილისა და ვ. ცინცაძის ხელმძღვანელობით; მთავარი კონსულტანტი გ. ჩუბინაშვილი). გალავნის კედლის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილის ქვეშ 1963-1964 არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოცლინდა მელქისედეკ კათალიკოსის სასახლის ნაშთი (XI ს.). ტაძრის ეზოში, გალავნის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში, ანტონ II კათალიკოსის ორსართულიანი სასახლეა (XVIII საუკუნის დასასრული). იგი მთლიანად გადაკეთებულია (ამჟამად მცხეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიის მუზეუმი).



კატეგორია: ისტორია/HISTORY | ნანახია: 1210 | დაამატა: geoforce | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
| მთავარი |
| რეგისტრაცია |
| შესვლა |
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
სერიალები/SERIALS [2]
თამაშები/GAMES [50]
პროგრამები/SOFTS [31]
კლიპები/CLIPS [5]
მუსიკა/MUSIC [15]
იუმორი/HUMOUR [2]
სურათები/IMAGES [6]
მობილური/MOBIL [8]
Counter Strike [4]
სპორტი/SPORT [6]
სამხედრო/MILITARY [3]
ვიდეოები/VIDEOS [3]
ისტორია/HISTORY [12]
ფილმები ქართლად [4]
ფილმები/FILMS [53]
+18 [9]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
სულ პასუხი: 94
მინი-ჩეთი
200
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
Copyright MyCorp © 2017საიტს მართავს სისტემა uCoz