პარასკევი, 2024-04-19, 5:32 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS
GEOFORCESITE
მთავარი » 2009 » მარტი » 3 » გიორგი IV ლაშა
გიორგი IV ლაშა
10:45 PM


გიორგი IV ლაშა (* 1192 ― † 18 იანვარი, 1223), საქართველოს მეფე 1213-იდან. თამარ მეფის და დავით სოსლანის ძე.

1207 თამარმა თანამოსაყდრედ დაისვა და ამ დროიდან მონაწილეობდა სახელმწიფოს მართვასა და ლაშქრობებში. თამარის გარდაცვალების შემდეგ გიორგი IV ერთპიროვნული მმართველი გახდა, მისი სურვილი იყო განემტკიცებინა მეფის ხელისუფლება, შეენარჩუნებინა სახელმწიფოს მთლიანობა და შემოემტკიცებინა ყმადნაფიცი ქვეყნები, რომლებიც ცდილობდნენ საქართველოს სამეფოს ვასალობისაგან განთავისუფლებას.

XIII საუკუნის 10-იან წლებში გიორგი IV-მ გაილაშქრა ვასალის - განძის ათაბაგის წინააღმდეგ. საქართველოს ლაშქარმა განძას ალყა შემოარტყა. ათაბაგი იძულებული გახდა დამორჩილებოდა გიორგი IV-ს. განძა კვლავ საქართველოს მოხარკედ დარჩა. იარაღის ძალითვე დაიმორჩილა გიორგი IV-მ გამდგარი ვასალები - ხლათის, არზრუმისა და ნახჭევანის თურქი მფლობელები.

1220 ან 1221 გიორგი IV დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან ერთად პალესტინაში ჯვაროსნული ლაშქრობისათვის ემზადებოდა იერუსალიმის სელჩუკთაგან გასათავისუფლებლად, მაგრამ ამ დროს საქართველოს საზღვრებს მოულოდნელად მონღოლები მოადგნენ და ეს გეგმა ჩაიშალა. გიორგი IV მონღოლებთან ბრძოლაში (1221 ან 1222) დაიჭრა, დასნეულდა და გარდაიცვალა.

პირველი წყაროები გიორგი IV-ის შესახებ სხვადასხვაგვარ ცნობებს გვაწვდიან: ერთნი (ლაშას დროინდელი მემატიანე და სხვ.) მას ახასიათებენ როგორც შესანიშნავ მოღვაწეს, რაინდსა და გონიერ მმართველს, მეორენი (ჟამთაღმწერელი და სხვ.) კი - როგორც უზნეო და ბეც პოლიტიკოსს. ნდობას უფრო პირველი რიგის ცნობები იმსახურებს. გიორგი IV-ის პოლიტიკა ხშირად იწვევდა დიდგვაროვანთა უკმაყოფილებას და ლაშას უარყოფითი დახასიათებაც ამ ნიადაგზე უნდა გაჩენილიყო. ჟამთააღმწერელი გიორგი IV-ს ბრალად სდებს, რომ მან განიშორა მისი დედის დროს დაწინაურებული დიდებულები და დაიახლოვა ახალგაზრდები - თანამოასაკენი. ეტყობა, მეფე თავიდან იცილებდა არასასურველ მოხელეებს და მათ ახალ ძალებს უპირისპირებდა. მეფეს ბრალად სდებდნენ, რომ მას კავშირი ჰქონდა თავისუფლად მოაზროვნე რაინდებთან, რომლებიც სუფიზმს იზიარებდნენ, უარყოფდნენ ეკლესიასა და სამღვდელოებად და ღმერთთან ზიარების გზად ექსტაზი და აღმაფრენა მიაჩნდათ. ლაშა თავისუფალი რწმენისა და აზროვნების ადამიანი იყო. მან თანამეცხედრის არჩევასაც პირადი გრძნობა დაუდო საფუძვლად და მეუღლედ დაისვა ველისციხელი აზნაურის ქალი, ხოლო შემდეგ ეს ქალი დააშორეს, გიორგი IV-ს ცოლი აღარ შეურთავს.



კატეგორია: ისტორია/HISTORY | ნანახია: 995 | დაამატა: geoforce | რეიტინგი: 5.0/2 |
სულ კომენტარები: 1
1) ავტორი:
ცოტა მეტი იმპორმაიცია დადეთ ლაშა -გიორგიზე

სახელი: ნინი
IP: 85.118.100.86
დრო: 2010-02-08

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
| მთავარი |
| რეგისტრაცია |
| შესვლა |
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
სერიალები/SERIALS [2]
თამაშები/GAMES [50]
პროგრამები/SOFTS [31]
კლიპები/CLIPS [5]
მუსიკა/MUSIC [15]
იუმორი/HUMOUR [2]
სურათები/IMAGES [6]
მობილური/MOBIL [8]
Counter Strike [4]
სპორტი/SPORT [6]
სამხედრო/MILITARY [3]
ვიდეოები/VIDEOS [3]
ისტორია/HISTORY [12]
ფილმები ქართლად [4]
ფილმები/FILMS [53]
+18 [9]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
სულ პასუხი: 94
მინი-ჩეთი
200
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
Copyright MyCorp © 2024საიტს მართავს სისტემა uCoz