ოთხშაბათი, 2017-10-18, 10:27 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS
GEOFORCESITE
მთავარი » 2009 » თებერვალი » 26 » გიორგი II (საქართველოს მეფე)
გიორგი II (საქართველოს მეფე)
8:04 PM

გიორგი II, საქართველოს მეფე 1072-1089, ბაგრატ IV-ის ძე.

მას მძიმე საშინაო და საგარეო პირობებში მოუხდა მეფობა. 1073 მეფეს განუდგნენ დიდგვაროვანი ფეოდალები ნიანია ქვაბულის ძე, ივანე ლიპარიტის ძე და ვარდან სვანთა ერისთავი. ნიანია ქვაბულის ძემ ქუთაისი დაიკავა, ივანე ლიპარიტის ძემ კახელები მოიშველია და ქსნისპირი დაიპყრო, ხოლო ვარდანმა სვანები ააჯანყა და საეგრო დაარბია. მათი დამორჩილების შემდგომ გიორგი II გარკვეულ დათმობაზე წავიდა და ურჩი ყმები "წყალობით დაფარა". ივანე ლიპარტის ძეს სამშვილდე უბოძა, მის ვაჟს ლიპარტს - ლოწობანი რუსთავის ნაცვლად (ეს უკანასკნელი კახელებს გადაეცა), ნიანია ქვაბულის ძეს - თმოგვი, ვარდან სვანთა ერისთავს - ასკალანა და სხვ.

1074 ივანე ლიპარიტის ძე კვლავ განუდგა მეფეს. გიორგი II-მ მესხთა ლაშქრით და კახთა მეფე აღსართანის დახმარებით გამდგარი ფეოდალი დაამარცხა. ლიპარიტს ლოწობანი წაართვეს და სამეფოს შემოუერთეს. მალე მეფე და ივანე ლიპარიტის ძე დაზავდნენ. ივანე ერთგულების პირობით კლდეკარისა და სამშვილდის ერისთავად იქნა დამტკიცებული. მაგრამ ურჩმა ფეოდალმა გიორგი II-ის მეციხოვნეებს გაგი გამოსტყუა და განძის პატრონს ფადლონს მიჰყიდა.

1073 ან 1074 საქართველოს შემოესია "დიდ სელჩუკთა" სახელმწიფოს სულთანი მალიქ-შაჰი, რომელმაც აიღო სამშვილდე, მოარბია ქართლი და დიდძალი ტყვიითა და ნადავლით უკან გაბრუნდა. იმავე ხანებში სულთნის ლაშქრით საქართველოს შემოესია მალიქ-შაჰის მიერ განძის გამგედ დანიშნული სარანგი. გიორგი II-მ აღსართან კახთა მეფე მოიშველია და ფარცხისთან დაამარცხა მტერი. ამ გამარჯვების შემდეგ, როგორც "მატიანე ქართლისაჲ" მოგვითხრობს, მეფემ აიღო ანაკოფია, "მრავალნი ციხენი კლარჯეთისა, შავშეთისა, ჯავახეთისა და არტანისა". აგრეთვე კარის ციხე-ქალაქი ("ციხე ქუეყანა"), "სიმაგრენი ვანანდისა და კარნიფორისანი" და გააქცია თურქები.

საერთაშორისო მდგომარეობის გართულებამ (1074 ბიზანტია იძულებული გახდა თავისი სამფლობელოს აღმოსავლეთ მიწა-წყლის დიდი ნაწილი თურქებისათვის დაეთმო) ახალი საფრთხე შეუქმნა საქართველოს: მტერი უკვე ორი მხრიდან ― დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან უტევდა. ყველისციხესთან მდგომ გიორგი II-ს თავს დაესხნენ დიდძალი თურქები ამირა აჰმადის მეთაურობით. მეფე იძულებული გახდა უბრძოლველად გასცლოდა მტერს. თურქებმა იავარჰყვეს საქართველოს დიდი ნაწილი და აურაცხელი ალაფით გაბრუნდნენ უკან.

XI საუკუნის 80-იანი წწ. დამდეგიდან დაიწყო თურქ-სელჩუკთა ახალი შემოსევები. გიორგი II დიდებულებთან მოთათბირების შემდეგ სულთან მალიქ-შაჰს ეახლა (სავარაუდებელია 1081-1082) და მორჩილება გამოუცხადა. საქართველო თურქ-სელჩუკების მოხარკე გახდა. კმაყოფილმა მალიქ-შაჰმა საქართველოს სამეფო გაათავისუფლა "ზედამარბეველთაგან", გიორგი II-ს კახეთ-ჰერეთი მისცა და მის შესაერთებლად ლაშქარი გამოაყოლა. მტრისა და ქართველთა შეერთებული ჯარი კახეთს შეესია, ვეჯინის ციხეს გარშემოადგა. ვეჯინის ალყა ხანგრძლივი გამოდგა. ზამთარში, ალბათ გარკვეული მოსაზრებით, გიორგი II-მ ალყა მოხსნა და დასავლეთ საქართველოში გადავიდა. ამის გამო გიორგი II-ს ჰკიცხავს დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი. ქვეყნის ისედაც გართულებულ მდგომარეობას ზედ დაერთო სტიქიური ― უბედურება მიწისძვრა, რომელიც თითქმის მთელი წელიწადი გაგრძელდა და მრავალი ადამიანი იმსხვერპლა. მძიმე საშინაო და საგარეო მდგომარეობისა და მწვავე სახელმწიფოებრივი კრიზისის პირობებში საქართველოს სამეფო კარზე მოხდა გადატრიალება: 1089 გიორგი II ტახტიდან გადააყენეს და მეფედ მისი ძე დავითი (შემდეგში აღმაშენებლად წოდებული) დასვეს. ისტორიკოსთა ერთი ნაწილი (ვახუშტი ბაგრატიონი, მ. ბროსე) თვლის , რომ გიორგი II გარდაიცვალა 1089, ხოლო ზოგიერთი (ნ.ურბნელი, თ.ჟორდანია, დ. კარიჭაშვილი) გიორგი II-ის გარდაცვალების თარიღად 1112 დებს.

კატეგორია: ისტორია/HISTORY | ნანახია: 473 | დაამატა: geoforce | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
| მთავარი |
| რეგისტრაცია |
| შესვლა |
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
სერიალები/SERIALS [2]
თამაშები/GAMES [50]
პროგრამები/SOFTS [31]
კლიპები/CLIPS [5]
მუსიკა/MUSIC [15]
იუმორი/HUMOUR [2]
სურათები/IMAGES [6]
მობილური/MOBIL [8]
Counter Strike [4]
სპორტი/SPORT [6]
სამხედრო/MILITARY [3]
ვიდეოები/VIDEOS [3]
ისტორია/HISTORY [12]
ფილმები ქართლად [4]
ფილმები/FILMS [53]
+18 [9]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
სულ პასუხი: 94
მინი-ჩეთი
200
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
Copyright MyCorp © 2017საიტს მართავს სისტემა uCoz