ორშაბათი, 2024-04-29, 10:25 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS
GEOFORCESITE
მთავარი » 2009 » თებერვალი » 25 » ერეკლე I
ერეკლე I
3:27 PM


ერეკლე I, ნაზარალი-ხანი ( † 1709), ქართლის მეფე 1688-1703. თეიმურაზ I-ის ძის დავითის შვილი. ერეკლე I სიყმაწვილიდან რუსეთის სამეფო კარზე იყო და ცნობილია ნიკოლოზის სახელწოდებით. 1662 საქართველოში ჩამოვიდა და კახეთში გამეფებას შეეცადა, მაგრამ უშედეგოდ. ქართლის მეფე ვახტანგ V-მ კახეთის მეფედ 1664 თავისი ძე არჩილი დასვა. ერეკლე I რუსეთში დაბრუნდა. 1674 ისევ ჩავიდა კახეთში და ირანის შაჰის მოთხოვნით ირანში გაემგზავრა. კახეთის სამეფო ტახტზე გამეფების პირობად შაჰმა მას გაჰმადიანება მოსთხოვა. ერეკლე I ერთხანს უარზე იყო, მაგრამ ბოლოს მაჰმადიანობა მიიღო და ნაზარალი-ხანის სახელით შაჰმა ქართლის მეფედ დაამტკიცა. 1688 ერეკლე I ქართლში მოვიდა. გადაყენებული მეფე გიორგი XI იძულებული გახდა იმერეთს გადახვეწილიყო. 1691 გიორგი XI ქართლში გადავიდა და დაიწყო ბრძოლა ტახტის დასაბრუნებლად. ქართლის თავადების ერთი ნაწილი ერეკლე I-ს უჭერდა მხარს, მეორე - გიორგი XI-ს. ბოლოს გიორგი XI იძულებული გახდა ირანს წასულიყო, სადაც შაჰის ნდობა მოიპოვა და 1703 შაჰმა მას ქართლის სამეფო დაუბრუნა, ხოლო ერეკლე I კახეთის მეფედ გამოაცხადა. ამასთან, შაჰმა იგი ირანს მიიწვია, ხოლო კახეთში მეფის მოადგილედ მისი ვაჟი დავითი გამოგზავნა. ერეკლე I ირანში დარჩა და იქვე გარდაიცვალა. ერეკლე I-მა სცადა ზოგიერთი ცვლილება შეეტანა სახელმწიფოებრივ წყობილებაში. განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია საქალაქო ცხოვრების მოწესრიგებას. მან მტკიცედ განსაზღვრა ქალაქის მოხელეთა უფლება-მოვალეობანი, შეიმუშავა თბილისის ხელოსანთა ამქრის წესდება და სხვა.
კატეგორია: ისტორია/HISTORY | ნანახია: 863 | დაამატა: geoforce | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
| მთავარი |
| რეგისტრაცია |
| შესვლა |
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
სერიალები/SERIALS [2]
თამაშები/GAMES [50]
პროგრამები/SOFTS [31]
კლიპები/CLIPS [5]
მუსიკა/MUSIC [15]
იუმორი/HUMOUR [2]
სურათები/IMAGES [6]
მობილური/MOBIL [8]
Counter Strike [4]
სპორტი/SPORT [6]
სამხედრო/MILITARY [3]
ვიდეოები/VIDEOS [3]
ისტორია/HISTORY [12]
ფილმები ქართლად [4]
ფილმები/FILMS [53]
+18 [9]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
სულ პასუხი: 94
მინი-ჩეთი
200
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
Copyright MyCorp © 2024საიტს მართავს სისტემა uCoz